თბილისის მასშტაბით სოციალური მომსახურების ცენტრები საქალაქო ცენტრებმა ჩააანაცვლა. ახალი ბრძანებულებით, ისანი-სამგორის, გლდანი-ნაძალადევის, ძველი თბილისის, ვაკე-საბურთალოს და დიდუბე-ჩუღურეთის სოციალური მომსახურების ცენტრები გაუქმდება და მათ ნაცვლად თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრი შეიქმნება. ოციალური მომსახურების ცენტრების უფროსებსა და მათ მოადგილეებს შრომითი ხელშეკრულებებიც შეუწყდათ. სოფრომაძის ბრძანება 4 დეკემბრით თარიღდება და ის უკვე ძალაშია.