პარლამენტი ევროკავშირის სტრუქტურებს რეზოლუციით მიმართავს და სთხოვს წარმოადგინოს ოფიციალური წინადადება საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო რეჟიმის დაწესებაზე. მომზადებულია ორი დოკუმენტი: ერთი ,,თავისუფალი დემოკრატების,” მეორე კი- ნაციონალური მოძრაობის. უმრავლესობა დეპუტატ ვიქტორ დოლიძის ინიციატივას იზიარებს. საკითხზე დღეს სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე იმსჯელებენ. განხილვის შემდეგ გაუირკვევა, შეთანხმდებიან თუ არა დეპუტატები დოკუმენტის ერთიან ვარიანტზე.