"რესპუბლიკურ პარტიას" კვლავ ხათუნა სამნიძე უხელმძღვანელებს. თავმჯდომარის პოსტზე ის პარტიის ეროვნულმა კომიტეტმა 32 ხმით აირჩია, ერთმა კი თავი შეიკავა. სამნიძემ "რესპუბლიკური პარტია" 2 წლის ვადით ჩაიბარა. ის ამ თანამდებობაზე ერთადერთი კანდიდატი იყო. ხელმძღვანელის არჩევამდე რიგით მე-16 ყრილობაზე პარტიის წევრებმა ეროვნული კომიტეტის და სარევიზიო კომისიის განახლებული შემადგენლობა დაამტკიცეს.