საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღეს ოფიციალური ვიზიტით ბულგარეთის რესპუბლიკას ეწვევა. ირაკლი ღარიბაშვილს ბულგარელი კოლეგა ბოიკო ბორისოვი უმასპინძლებს. პრემიერ-მინისტრები ხელს მოაწერენ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს. ორი ქვეყნის სოფლის მეურნეობის სამინისტროებს შორის გაფორმდება მემორანდუმი სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობის შესახებ. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრა ბულგარეთის პრეზიდენტ როსენ პლევნელიევთანაც.