საქართველოს ტერიტორიაზე, როგორც დემოკრატიული სახელმწიფოს ტერიტორიაზე ყველა პოლიტიკური გადაწყვეტილება ხალხის მიერ არჩეული ორგანოდან უნდა იყოს მიღებული. ასე ეხმაურება შერიგებისა და სამოქალქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პატრიარქისთვის პატიმრების შეწყალების უფლებამსილების მინიჭებას. პაატა ზაქარეიშვილის განმარტებით, საქართველო არის რესპუბლიკა, რომელიც თავისი წესებითა და კანონებით იმართება, პატიმართა შეწყალების უფლება კი კონსტიტუციით პრეზიდენტს ენიჭება. მსგავსი მოსაზრება აქვს ლევან ბერძენიშვილსაც. საპარლამენტო ურმაველსობის წევრი მიიჩნევს, რომ მსგავსი ნაბიჯი კონსტიტუციურ ცვლილებას მოითხოვს, რომლის განხორცილებაც შეუძლებელია.