საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთან სატელეფონო საუბრისას მწუხარება გამოთქვა კასპიის ზღვაში „გიუნეშლის“ პლატფორმაზე მომხდარი ტრაგედიის გამო.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილმა ილჰამ ალიევს საჭიროების შემთხვევაში დახმარება აღუთქვა. მხარეებმა რეგიონში უსაფრთხოების საკითხებზე, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერებაზე და ოპერატიული ინფორმაციის გაცვლის აუცილებლობაზეც გაამახვილეს ყურადღება, როგორც პრობლემის მოგვარების ეფექტურ საშუალებაზე.