ნაძალადევის რაიონში სუმბათაშვილის ქუჩაზე მიმდინარე კაპიტალური სარეაბილიტაციო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა.
პროექტის მიხედვით, რეაბილიტაცია ჩაუტარდა სანიაღვრე ქსელსა და საკანალიზაციო სისტემას. 5000 კვ/მ ფართობზე დაიგო ასფალტის საფარი.
სამუშაოები თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ნაძალადევის რაიონის გამგებელ ზაზა გაბუნიასთან ერთად დაათვალიერა.
„სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ ამ ქუჩაზე 35 წლის მანძილზე არსებული პრობლემა მოგვარდება. ამით, შესრულებული იქნება ქუჩის მაცხოვრებლებისთვის მიცებული წინასაარჩევნო დაპირება“,-განაცხადა დავით ნარმანიამ.
ბოლო 15 თვის მონაცემებით, ნაძალადევის რაიონში რეაბილიტაცია ჩაუტარდა 40-მდე ქუჩას, რაც წინა წლების მაჩვენებელს, დაახლოებით, 3 - ჯერ აღემატება.