საბერძნეთის პარლამენტმა მომავალი წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. ახალი ბიუჯეტი სახელმწიფო ხარჯების 5,5 მილიარდი ევროთი შემცირებას და საგადასახადო შემოსავლების 2 მილიარდი ევროთი გაზრდას ითვალისწინებს. ბიუჯეტის წარმოდგენილ ვარიანტს მხარი 153-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ კი ხმა 145-მა მისცა. ამ დროისათვის საბერძნეთის სახელმწიფო ვალი 316,5 მილიარდ ევროს შეადგენს.