კიდევ ერთი ქართველი გაიტაცეს ოკუპაციის ზონის მიმდებარე ტერიტორიიდან. რუსთავი 2-ის ინფორმაციით, ოჯახის წევრები ყვებიან, რომ გორის რაიონის სოფელ კოშკას მკვიდრი, 45 წლის დავით კუდუხაშვილი რუსმა ოკუპანტებმა საკუთარ ბაღშივე დააკავეს.
მომხდარს თვითმხილველი არ ჰყავს, თუმცა, ოჯახის წევრები ყვებიან, რომ ბაღში ხმაური გაიგეს, ძახილზე პასუხი არავინ გასცა და ამ დროისთვის, დავით კუდუხაშვილს ტელეფონიც გამორთული ჰქონდა.
მომხდარს ევროსაბჭოს დამკვირვებლები ადასტურებენ. გატაცებულის ოჯახს ამ დრომდე ცხინვალიდან არავინ დაკავშირებია.