დღეს ეროვნული უშიშროების საბჭო შეიკრიბება. სხდომაზე ერთობლივი მუშაობის შედეგად გამოვლენილი საფრთხეების საპასუხო ქმედებები და თავდაცვის კუთხით დაგეგმილი ღონისძიებები განიხილება. როგორც მთავრობის პრეს-სამსახურში აცხადებენ, დღევანდელ სხდომას პრემიერ-მინისტრი არ დაესწრება. თბილისში არ იმყოფებიან საგარეო საქმეთა მინისტრი და საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეც. შეტყობინება ყველა მუდმივ წევრს გაეგზავნა, თუმცა მათი მხრიდან დასწრების თაობაზე დასტურს პროცედურა არ ითვალისწინებს.