საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ხვალ უშიშროების საბჭოს სხდომა უნდა გაიმართოს, თუმცა მას პრემიერ-მინისტრი არ დაეწრება. ინფორმაცია კურიერი ღარიბაშვილის პრესსამსახურის ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს. შეგახსენებთ, რომ სხდომა ხვალ ავლაბრის რეზიდენციაში 16:00 საათზე დაიწყება.