მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრებთან დაკავშირებით, პარლამენტში ინიცირებულ პროექტში ცვლილებები აისახება. ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა ზვიად კვაჭატირაძემ ჟურნალისტებთან ისაუბრა. უმრავლესობის წევრების შეკრების მთავარი თემა მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების მიმართულებით დაგეგმილი ცვლილებები და აღნიშნულ საკითხზე პარლამენტში ინიცირებული პროექტი იყო. დეპუტატის შეფასებით, მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლომ იმაზე მკაცრი მოთხოვნები დააყენა, ვიდრე ვენეციის კომისიას ჰქონდა.