საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს დღეიდან გიორგი ბადაშვილი უხელმძღვანელებს. მან სამართალდამცავი უწყების თანამშრომლებს მომავალი საქმიანობის საკუთარი ხედვა გააცნო და ყურადღება გაამახვილა მუშაობის მთავარ პრინციპებზე. გიორგი ბადაშვილი 2006-2013 წლებში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა. 2013 წლის მაისიდან ნოემბრამდე იყო შსს ანტიკორუფციული სააგენტოს უფროსის მოადგილე, ხოლო 2014-2015 წლებში საქართველოს მთავარი პროკურორის პოსტს იკავებდა. საგამოძიებო სამსახურის ახალი ხელმძღვანელი მოვალეობის შესრულებას უკვე შეუდგა, უწყების ყოფილი უფროსი ლერი ბარნაბიშვილი კი ფინანსთა მინისტრის მოადგილის პოსტს დაიკავებს.