საქართველოს პრეზიდენტი მონტენეგროელ კოლეგას -ში მიწვევას ულოცავს. “დარწმუნებული ვარ, რომ ნატოს გაფართოება მნიშვნელოვანი, წინგადადგმული ნაბიჯია, რომელიც სარგებელს მოუტანს როგორც ალიანსს, ასევე წაახალისებს თქვენი ხალხის კეთილდღეობასა და სახელმწიფოებრიობას. პატივცემულო პრეზიდენტო, მსურს აღვნიშნო, რომ თქვენი ქვეყნისათვის დღეს მიღებული მნიშვნელოვანი ისტორიული გადაწყვეტილება იქნება შთამაგონებელი საქართველოსა და სხვა ასპირანტი სახელმწიფოებისათვის. საქართველო განაგრძობს ძალისხმევას, გახდეს ნატოს წევრი ქვეყანა. მტკიცედ მჯერა, რომ ერთობლივი ძალებით წვლილს შევიტანთ ჩვენი საერთო, ევროატლანტიკური თანამეგობრობის სტაბილურობასა და უსაფრთხოებაში,”- აღნიშნულია გიორგი მარგველშვილის ოფიციალურ წერილში.