საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ბელგრადში იმყოფება, სადაც ეუთო-ს 22-ე მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას.
სერბეთის თავმჯდომარეობით დღეს დელეგაციის ხელმძღვანელებისთვის ოფიციალური მიღებით გაიხსნება.
ხვალ ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს პლენალურ სხდომაზე საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი გააკეთებს განცხადებას უსაფრთხოების გამოწვევებზე ეუთო-სსივრცეში და ყურადღებას გაამახვილებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ვითარებაზე.
მინისტერიალის ფარგლებში დაგეგმილია გიორგი კვირიკაშვილის ორმხრივი შეხვედრები ეუთო-ს გენერალურ მდივანთან ლამბერტო ზანიერთან; ეუთო-სდემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის დირექტორთან მაიკლ გეორგ ლინკთან; ეუთო-ს უმაღლეს კომისართან ეროვნულ უმცირესობათასაკითხებში ასტრიდ თორსთან; ეუთო-ს წარმომადგენელთან მედიის თავისუფლების საკითხებში დუნია მიატოვიჩთან და რიგი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან.
ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს ფარგლებში ასევე გაიმართება სუამ-ის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა.