ახალი პოლიტიკური ცენტრის - „გირჩის“ წევრის, ზურაბ ჯაფარიძის შეფასებით, მოლოდინი არავის ჰქონდა, რომ ნატო საქართველოს „მაპ“-ს მისცემდა.
როგორც ჟურნალისტებს ჯაფარიძემ განუცხადა, მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანამ სვლა სწორი მიმართულებით გააგრძელოს.
„ყველაზე დიდი პრობლემა ისაა, რომ ხელისუფლებას არათანმიმდევრული პოლიტიკა აქვს და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე გაურკვეველ სიგნალებს აგზავნის“, - დასძინა ჯაფარიძემ.