ფრაქცია „რესპუბლიკელების“ თავმჯდომარის მოადგილის, თამარ კორძაიას განცხადებით, საქართველო ნატოს წინაშე აღებულ ყველა ვალდებულებას ასრულებს და ახლა მთავარია, ნატოს მხრიდან საქართველოს სასარგებლოდ ოპტიმალური გადაწყვეტილება იქნეს მიღებული.
როგორც ჟურნალისტებს კორძაიამ განუცხადა, ნებისმირი გადაწყვეტილება, რომელსაც ნატო გაფართოების თვალსაზრისით მიიღებს, საქართველოსთვის იმედის მომცემია.
„მონტენეგროს მაგალითი კიდევ ერთი საშუალება და ხედვაა იმასთან დაკავშირებით, რომ ამ მიმართულებით საქართველოსაც აქვს პერსპექტივა. როგორც თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, საქართველომ ყველა ღონე გამოიყენა იმისათვის, რომ „მაპი“-ს მოპოვების თვალსაზრისით, ყველა სტანდარტი დაეკმაყოფილებინა. ვფიქრობ, რომ საქართველოს წარმატების შესაძლებლობები და შანსები ნამდვილად იზრდება“, - დასძინა კორძაიამ.
დღეს, მონტენეგრო ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებში მიიწვიეს.