ივანიშვილ ბურჭულაძისგან და მისი პოზიცია უნდა ყოფილიყო საპრეზიდენტო კანდიდატობა, - ეს განცხადება, ივანიშვილს ყოფილმა მრჩეველმა გია ხუხაშვილმა გააკეთა. მისი თქმით, ამ საკითხზე იყო გარკვეული საუბრები, მაგრამ სხვადასხვა მიზეზების გამო ეს ვერ შედგა.
ხუხაშვილის თქმით, სწორედ ამიტომ ბურჭულაძემ ვერ გარისკა, დღეს კი ვითარება რადიკალურად შეცვლილია და რისკებიც კეთილდღეობის დაკარგვისა არ არსებობს.
"მას ქონდა გარკვეული კეთილდღეობის ხარისხი, რისკის ქვეშ დგებოდა , რომ მას ყველაფერი დაეკარგა. დღეს ასეთი რისკი არ არსებობს. ბუნებრივია, ყველას ვერ მოვთხოვთ ჩვენ გმირობას, არც ვთვლიდი არასდროს რომ პაატა ბურჭულაძე გმირი იყო,"-განაცხადა ხუხაშვილმა. ექსპერტი მიიჩნევს, რომ პაატა ბურჭულაძე დღეს ივანიშვილის კონკურენტია.