„თავისუფალი საქართველოს“ ლიდერს კახა კუკავას ხელისუფლების მიერ წარდგენილ მაჟორიტარულ სისტემასთან დაკავშირებით შენიშვნები აქვს. ამ საკითხზე დღეს კუკავა რამდენიმე არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელთან ერთად ბრიფინგზე ისაუბრებს. „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერის თქმით, ხელისუფლება დანაპირებს არ ასრულებს და მაჟორიტარულ არჩევნებში 50%-იანი ბარიერი ახალ პროექტში გათვალისწინებული არ არის. კუკავს განცხადებით, ხელისუფლება მათ მიერ შეთავაზებულ ყველა წინადადებაზე უარს ამბობს.