პარლამენტში ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საბჭო შეიქმნება, რომელიც საპარლამენტო გამჭვირვალობას, სისტემურ და კოორდინირებულ მუშაობას უზრუნველყოფს.
შესაბამისი ცვლილებები პარლამენტის რეგლამენტში შედის, რომლის ავტორი ფრაქცია „რესპუბლიკელების“ თავმჯდომარის მოადგილე თამარ კორძაიაა.
პროექტის ავტორის განმარტებით, საბჭო პარლამენტში გამჭვირვალე მმართველობის სრულყოფის მიზნით, რეკომენდაციებსა და წინადადებს შეიმუშავებს.
ცვლილებებით, საბჭო პარლამენტში არსებული ფრაქციების თითო წარმომადგენელისგან შედგება და მას თავმჯდომარეობს პარლამენტის თავმჯდომარე ან მისი დავალებით საბჭოს ერთ-ერთი წევრი.
მასალის გამოყენების პირობები