ირაკლი ღარიბაშვილი ვარშავის სამიტს ელოდება. მანამდე კი არ სურს არასწორი მოლოდინები შექმნას და აცხადებს, რომ ქვეყანა ნაკისრი ვალდებულებების შესრულებს განაგრძობს. როგორც პრემიერმა აღნიშნა, დანარჩენი დამოკიდებულია გლობალურ ვითარებაზე, რომელიც რეგიონშია. ეს განცხადებები პარიზში გაკეთდა, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ტერორისტული აქტების შედეგად დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო. მთავრობის მეთაური ვოლტერის ბულვარზე კაფე „ბატაკლანთან“ იმყოფებოდა. ირაკლი ღარიბაშვილმა ფრანგ ხალხს საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის სახელით კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა.