ფრაქცია „უპარტიო მაჟორიტარი დეპუტატების“ თავმჯდომარე კახა ოქრიაშვილი მიიჩნევს, რომ მერვე მოწვევის პარლამენტში მასშტაბური აზროვნების დეფიციტი არსებობს.
დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ოქრიაშვილმა მთავარი პროკურორობის კანდიდატს, ირაკლი შოთაძეს ნდობა გამოუცხადა და აღნიშნა, რომ პროკურატურა ხალხს უნდა ემსახურებოდეს.
„პარლამენტში მასშტაბური აზროვნების დეფიციტი არსებობს. იმედია, მომავალი პარლამენტი უკეთესი იქნება“,- დასძინა ოქრიაშვილმა.