ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში მოლაპარაკებების კომისარმა იოჰანეს ჰანმა საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებში ჩართულობისთვის მადლობა პირადად გადაუხადა.
„მინდა გამოვიყენო შესაძლებლობა და პრეზიდენტს პირადად მადლობა გადავუხადო იმ ჩართულობისთვის, როდესაც ის ცდილობდა სიტუაციის დასტაბილურებას და დამშვიდებას. იზრუნა, რათა დარწმუნებულიყო, რომ კანონის უზენაესობის პრინციპებსა და სტანდარტებს პატივს სცემენ. ის ყველაფერს აკეთებს, რომ კანონის უზენაესობის პრინციპი დაცული იყოს“, - განაცხადა ჰანმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მარგველაშვილთან და დიპკორპუსთან გამართულ შეხვედრაზე.
მისივე თქმით, ეს ყველაფერი გარანტია იმისა, რომ ქვეყანა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისთვის თანაბარ პარტნიორად იყოს აღქმული.
„ეს არის ქვეყნისთვის საუკეთესო გარანტია, რომ დავაფასოთ და დავინახოთ ქვეყანა, როგორც ევროკავშირის თანასწორი პარტნიორი“, - განაცხადა ევროკომისარმა.