,, საქართველო იყო პირველი ქვეყანა, რომელიც ევროპული არჩევანის გამო, ჩრდილოელმა მეზობელმა დასაჯა“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარ იოჰანეს ჰანთან პირისპირ შეხვედრის შემდეგ განაცხადა. გიორგი მარგველაშვილის თქმით, რუსეთის გარდა, ყველა ჩართულია ევროპული თანამშრომლობის პროცესში.
„ჩვენ ვართ შავი ზღვის ქვეყანა, რომელიც უმნიშვნელოვანესია ევროპისთვის. 2014 წლიდან შავი ზღვა ფაქტობრივად ევროპული ზღვა გახდა, რომლის ირგვლივაც გაერთიანებული ყველა ქვეყანა, რუსეთის გარდა, ევროპული თანამშრომლობის პროცესშია ჩართული. ეს როლი გასაღრმავებელია“ - განაცხადა მარგველაშვილმა.
მისივე თქმით, იმ რთული გარემოს მიუხედავად, რომელშიც საქართველო იმყოფება, ქვეყანა ევროპულ სახელმწიფოს აქტიურად აშენებს.