საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს ელჩად დაინიშნება. ამ ინფორმაციას სააგრეო სამქეთა სამინსიტროში ადასტურებენ. როგორც უწყებაში აცხადებენ, ბერუჩაშვილის კანდიდატურა აღნიშნულ თანამდებობაზე წარდგენილია და ყველა შესაბამის პროცედურას გაივლის. ამჟამად დიდი ბრიტანეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რევაზ გაჩეჩილაძეა. ცნობილია, რომ ის დიპლომატიურ საქმიანობას გააგრძელებს, თუმცა სად, ჯერჯერობით უცნობია.