თბილისის საკრებულოს დღეიდან ახალი წევრი ეყოლება. რატი იონათამაშვილის საკრებულოს წევრად ცნობის საკითხს დღეს განიხილავენ. ცნობილია, რომ ის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის გუნდს შეურთდება. იონათამაშვილი ირაკლი გვილავას შეცვლის. ადგილმონაცვლეობა გვილავას სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსად დანიშვნამ გამოიწვია. დღესვე კანონმდებლები დღის წესრიგით გათვალისიწინებულ სხვა თემებზეც იმსჯელებენ. მათ შორისაა სტუდენტების დაფინანსების საკითხი, რასთან დაკავშირებითაც გარკვეული ცვლილებები იგეგმება.