პარლამენტში დღეს 2015 წლის ბიუჯეტზე იმსჯელებენ. იზრდება პრივატიზაციიდან მისაღები შემოსულობები და ის 45 მილიონ ლარს შეადგენს. ასევე, „ჯანმრთელობის საყოველთაო დაცვის“ პროგრამის შეუფერხებლად განსახორციელებლად 96 მილიონი ლარით გაეზრდება დაფინანსება ჯანდაცვის სამინისტროს. 15 მილიონი ლარით იზრდება მთავრობის სარეზერვო ფონდის დაფინანსება, საიდანაც 7 მილიონი ლარი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს გადაეცემასხვადასხვა ჩემპიონატებში მიღწეული შედეგების მიხედვით სპორტსმენთა დაჯილდოებისთვის. მომდევნი კვირაში კი კანონმდებლები უკვე 2016 წლის ბიუჯეტის პროექტზე დაიწყებენ მსჯელობას.