პარლამენტი დღეს მთავარ პროკურორს ირჩევს. ირაკლი შოთაძის კანდიდატურას კენჭს სესიაზე უყრიან, რომელიც 12 საათზე დაიწყება. თანამდებობის დასაკავებლად შოთაძეს 76 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება. უკვე ცნობია, რომ მმართველი გუნდი მას ნდობას უცხადებს. პროკურორობის კანდიდატს მხარს ოპოზიციონერები არ დაუჭერენ. ნაციონალურ მოძრაობასა და თავისუფალ დემოკრატებში ფიქრობენ, რომ ირაკლი შოთაძე მთავარ გამოწვევებს სათანადოდ ვერ უპასუხებს და ის მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს გაატარებს.