ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატები“ მთავარი პროკურორის პოსტზე წარდგენილ ირაკლი შოთაძეს ხვდებიან, სადაც მთავარი პროკურატურის საქმიანობას მკაცრად აკრიტიკებენ.
დეპუტატმა გიორგი ცაგარეიშვილმა შოთაძეს 7 ნოემბრისა და 26 მაისის აქციების დარბევის საქმეებზე პასუხები მოსთხოვა და განაცხადა, რომ დანაშაულს მხოლოდ სააკაშვილი და მერაბიშვილი არ სჩადიოდნენ.