პარლამენტი მთავარი პროკურორის პოსტზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურის განხილვას იწყებს. საკითხზე დღეს ბიუროს სხდომზე იმსჯელებენ. პარლამენტს კანდიდატის წარდგენიდან 3-კვირიანი ვადა აქვს. მთავარი პროკურორის პოსტზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურას მმართველი გუნდი ნდობას უცხადებს. დღესვე ბიუროს სხდომაზე პენიტენციალური სისტემის შესახებ ადმინისტრაციული და საგადასახადო კოდექსში შესატან ცვლილებებს განიხილავენ.