საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვია. ლატვიელ კოლეგას გიორგი კვირიკაშვილი მასპინძლობს. დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროში ოფიციალური შეხვედრა გაიმართება. მხარეები როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატში თანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ. ვიზიტის ფარგლებში ედგარს რინკევიჩსი პრეზიდენტს, პრემიერ მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდება. ასევე დაათვალიერებს საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ დიცს და პატივს მიაგებს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას.