„ვისოლი“ ავტოგასამართი სადგურების ქსელის განვითარებას განაგრძობს და ქუთაისში, ნიკეას ქუჩა #16-ში ახალ ინტეგრირებულ ავტოგასამართ სადგურს ხსნის. ახალგახსნილ ავტოგასამართ სადგურზე „ვისოლი“ მომხმარებელს ნავთობპროდუქტების ფართო არჩევანთან ერთად ავტოგაზსაც სთავაზობს.
„მოხარულნი ვართ, რომ საშუალება გვაქვს ადგილობრივ მომხმარებელს ნავთობპროდუქტების ფართო არჩევანთან ერთად ალტერნატიული, ეკონომიური საწვავიც შევთავაზოთ. მსოფლიო ბაზარზე ნავთობპროდუქტების ფასების ზრდის ტენდენციამ მოთხოვნა ავტოგაზზე მნიშვნელოვნად გაზარდა. შესაბამისად, „ვისოლ ჯგუფმა“, როგორც საზოგადოებაზე მზრუნველმა კომპანიამ, გადაწყვიტა გააფართოვოს ინტეგრირებული ავტოგასამართი და გაზ გასამართი სადგურების ქსელი“, - აცხადებს “ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“ გენერალური დირექტორი ვასილ ხორავა.
ახალი ავტოგასამართი სადგურების მშენებლობისათვის „ვისოლმა“ სამ მილიონ ლარამდე ინვესტიცია განახორციელა და პროდუქტისა თუ მომსახურების ხარისხისა და უსაფრთხოების ნორმები, ტრადიციულად, ევროპულ სტანდარტებს შეუსაბამა. მაღალტექნოლოგიური საწვავის მიწოდების ავტომატიზაციის სისტემა, რომლითაც „ვისოლის“ ყველა ავტოგასამართი სადგურია აღჭრვილი, 100% სიზუსტით ახდენს მომხმარებლისათვის საწვავის მიწოდებას და კომფორტულს ხდის მათ „ვისოლში“ სტუმრობას.
ახლადგახსნილ ავტოგასამართ სადგურზე 25-მდე ადამიანი დასაქმდა. ახალი სადგურის ოპერატორებს დასაქმებამდე შესაბამისი ტრენინგი ჩაუტარდა.
ახლო მომავალში ახალ ავტოგასამართ სადგურზე „სმარტის“ სუპერმარკეტიც გაიხსნება, 50-მდე ადამიანი დასაქმდება და მომხმარებელს უმაღლესი ხარისხის პროდუქტებისა და მომსახურებას შეთავაზებით დამატებით კომფორტს შეუქმნის.
„ვისოლს“ საკუთრებაში არსებული ავტო გასამართი სადგურების ყველაზე ფართო ქსელი აქვს საქართველოში. „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია“ ერთადერთი ნავთობკომპანიაა საქართველოში, რომელმაც ინტეგრირებული ავტოგასამართი სადგურები დანერგა ქვეყანაში. კომპანია ვისოლი მომხმარებელს შეკუმშულ ბუნებრივ გაზს 2007 წლიდან სთავაზობს.