მმართველი კოალიცია მთავარი პროკურორის პოსტზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურას მხარს უჭერს. მთავარი პროკურორის არჩევის საკითხი იყო კოალიცია "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს სხდომაზე მსჯელობის ერთ-ერთი ძირითადი საკითხი. სხდომის დასრულების შემდეგ კოალიციის წერვებმა შოთაძის კანდიდატურა შეაფასეს. მათი განმარტებით, საპარლამენტო უმრავლესობის განწყობა მიმართულია იქეთკენ, რომ მას მხარი დაუჭიროს. შოთაძის კანდიდატურას პარლამეტნში სავარაუდოდ სამშაბათის ბიუროს სხდომაზე განიხიალვენ. ამის შემდეგ განხილვები გაიმართება ფრაქციებში. პარლამენტს პროცედურების გასავლელად სამკვირიანი ვადა აქვს. ცნობილია, რომ შოთაძის კანდიდატურას ნაციონალური მოძრაობა მხარს არ დაუჭერს.