პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე ოპოზიციონერი დეპუტატის, გია გაჩეჩილაძის მიერ „საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების პათოსს იზიარებს.
როგორც ჟურნალისტებს ხმალაძემ განუცხადა, კომიტეტი ცვლილებებს მომავალ სასესიო კვირას განიხილავს და საკუთარ არგუმნეტებს წარადგენს.
კერძოდ, საუბარია, „საარჩევნო კოდექსში“ შესატან ცვლილებებზე, რომლის გათვალისწინებით, საპარლამენტო არჩევნებში რეგისტრაციის მიზნით, ხელმოწერების შეგროვება არ მოუწევს პარტიას, რომელსაც საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა მიღებული არ აქვს, მაგრამ მისი წევრი პარლამენტის დეპუტატია.
შეგახსენებთ, რომ „მწვანეთა პარტიის“ ლიდერი გია გაჩეჩილაძე პარალმენტში კოალიცია “ქართული ოცნების“ კვოტით არის წარდგენილი.