რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გრიგორი კარასინისა და ზურაბ აბაშიძის შეხვედრის შემდეგ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ რუსეთი მზად არის, საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გამარტივების საკითხზე მუშაობა გააგრძელოს.
"რუსულმა მხარემ მზადყოფნა გამოთქვა, გააგრძელოს მუშაობა საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზის გაცემის რეჟიმის ლიბერალიზაციაზე", - ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.
გრიგორი კარასინი და ზურაბ აბაშიძე გუშინ, პრაღაში შეხვდნენ ერთმანეთს.
მასალის გამოყენების პირობები