„ჩვენ მაქსიმალურად ეფექტურ საგარეო პოლიტიკას ვახორციელებთ“- ეს განცხადება უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გია ჟორჟოლიანმა ტელეკომპანია „იბერიის“ ეთერში, გადაცემა „პრიორიტეტში“ გააკეთა.
მისი თქმით, არავითარ შეფერხებას ადგილი არ აქვს. ეს პროცესი მიმჯდიანრეობს საკმაოდ სწრაფად”
სამეზობლო პოლიტიკას ევროკავშირი ახორციელებს 16 ქვეყანასთან. 6 აღმოსავლეთ პარტნიორობის და 10 სამხრეთის პარტნიორობის. ამ ქვეყნებიდან ყველაზე უფრო უკეთეს მდგომარეობაში სტაბილურობის თვალსაზრისით, დემოკრატიული ინსტიტუტების დამკვიდრებისა და საზოგადოების ჩარტულობის და დემოკრატიულობის თვალსაზრისით, მთლიანობაში იმყოფება საქართველო. მე ვფიქრობ, რომ ის შეფასებები, რომლებიც გაკეთდა ოფიციალური პირების მიერ, სწორედ იმას მიუთითებს, რომ საქართველოში მდგომარეობა მნიშვნელოვნად უკეთესია ვიდრე სხვა ქვეყნებში- აზერბაიჯანმა უარი თქვა, სომხეთი ევრაზიულ კავშირთან თანამშრომლობს, უკრაინაში ომია, მოლდოვაში მუდმივი პოლიტიკური კრიზისია, ბელორუსთან ურთიერთობაზე საერთოდ უარია ნათქვამი. მე მგონია, რომ ჩვენ მაქსიმალურად ეფექტურ საგარეო პოლიტიკას ვახორციელებთ. ჩვენი დასავლური ვექტორი ძალიან აქტიურია და ამავდროულად ჩვენ ვახერხებთ იმას, რომ პრაგმატული პოლიტიკის მეშვეობით შევინარჩუნოთ სტაბილურობა ამ ძალიან მწვავე ვითარებაში, რომელიც რეგიონშია“, - განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.