„გაზპრომი არის სხვა რამე, რუსულ კაპიტალი სხვა, - განაცხადა ტელეკომპანია ”იბერიის” ეთერში, გადაცემა „პრიორიტეტში“ სტუმრობისას პოლიტიკური მოძრაობა „გირჩის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ.
მისი თქმით, ქვეყანა ღია უნდა იყოს ნებისმიერი კაპიტალისთვის, რომელიც შემოვა საქართველოში,მათ შორის რუსულისთვისაც, თუმცა ეს არ ეხება „გაზპრომს“ . მისივე თქმით „გაზპრომი“ არის სულ სხვა საკითხი, რომელმაც შესაძლოა დამოკიდებული გაგვხადოს მთლიანად რუსულ გაზზე.
„გაზპრომი არის სხვა რამე, რუსულ კაპიტალი სხვა. აქ საუბარია იმაზე, რომ გაზპრომი შეიძლება იქცეს ერთადერთ მომწოდებლად და მონოპოლისტი გახდეს, ანუ ბუნებრივი აირის მოწოდების მხრივ დავეკიდოთ რუსეთს. პრონციპულოი განსხვავებაა რუსული კაპიტალს შემოსვლასა და ამას შორის. კაპიტალი ჩვენ უნდა შემოვუშვათ ყველასგან მათ შორის რუსეთისგანაც, თუმცა რუსულმა კაპიტალმაც, ისევე როგორც სხვამ, ვინც გააკეთებს საქართველოში ბიზნესს, უნდა ითამაშოს იმ წესებით, რა წესებიც საქართველოში არის. ესეთი რუსული კომპანიები საქართველოში არსებობს. მათ შორის არსებობენ კომპანიები, რომლებსაც ნაწილობრივ მონოპოლიებიც აქვთ და ამ მხრივ, საქართველოს არანაირი პრობლემები არ შექმნია, მათ შორის, არც 2008 წლის დროს.ეს პრობლემა საერთოდ არ არის. პირიქით, ჩვენი საზღვერბი უნდა იყოს ღია ნებისმიერი კაპიტალისთვის. ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სწრაფი განვითარება და ამას სჭირდება კაპიტალის შემოსვლა. მთავარია ვიღაცამ რაღაცა შემოიტანოს აქ“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ გადაცემა