ამერიკელი მსახიობი ჯენიფერ ლოურენსი აღიარებს, რომ ფილმ „მგზავრის“ ერთ-ერთი ეპიზოდის გადაღებამდე გვარიანად გამოთვრა. ამის შესახებ მან The Hollywood Reporter-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. ეროტიკულ სცენაში გადაღება მას მსახიობ კრის პრეტთან ერთად მოუწია. „გადაღების დაწყვებამდე ძალიან ვღელავდი, რადგანაც კრისი ქორწინებაშია. როდესაც სახლში დავბრუნდი, უფრო ავნერვიულდი. ღმერთო ჩემო, ეს რა გავაკეთე?! პირველად ვაკოცე ცოლიან მამაკაცს. ნერვიულობისგან მუცელი ამტკივდა. ეს ჩემი პროფესიაა და ვალდებული ვიყავი ჩემი საქმე გამეკეთებინა, მაგრამ ამას მუცელს ხომ ვერ აუხსნი?! ასეთ უსუსურად თავი არასდროს მიგრძვნია,“-განაცხადა მსახიობმა.