ბიძინა ივანიშვილის მთავრობა, რომელიც ხელისუფლებაში 220-ლარიანი პენსიის დაპირებით მოვიდა, ციფრებით მანიპულირებს და ოღონდ პენსია არ გაზარდოს, ყველანაირ ტყუილს კადრულობს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საზოგადოებასტან ურთიერთობის მდივანმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, 2012 წელთან შედარებით 2016 წელს ხალხს მთავრობის შენახვა 456 ლარით მეტი დაუჯდება.
„განცხადება იმის თაობაზე, თითქოს ამ ნამატში მასწავლებელთა შრომის ანაზღაურება შედის, ტყუილია, რადგან მასაწავლებელთა ხელფასი სკოლების ვაუჩერული დაფინანსების ნაწილია“, - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.
მისი თქმით, სიმართლეს არ შეესაბამება ღარიბაშვილისა და ხადურის ის განცხადებაც, თითქოს პოლიციელთა და ჯარისკაცთა შრომის ანაზღაურება მნიშვნელოვნადაა გაზრდილი. სინამდვილეში, თავდაცვის სამინისტროს შრომის ხარჯები მხოლოდ 9 მლნ ლარითაა გაზრდილი, ხოლო შს სამინისტროსი - 33 მლნ ლარით.
„ეს ზრდა არაფერია იმასთან შედარებით, როგორც გაიზარდა ბიუროკრატიის ხარჯები სხვადასხვა უწყებებში. ამ თვალსაზრისით „მაგალითის მიმცემი“ თავად ღარიბაშვილია: მხოლოდ მთავრობის ადმინისტრაციის ხარჯი 12-დან 17 მლნ ლარამდე გაიზარდა. პარლამენტის შენახვა 12 მლნ ლარით მეტი გვიჯდება, ხოლო იუსტიციის სამინიტროსი - 15 მლნ ლარით“, - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომელთა რაოდენობა გაორმაგდა, ხოლო შრომის ანაზღაურება გასამმაგდა.
დღეს ვერავინ იტყვის, რომ ბიძინა ივანიშვილის მმართველობის 3 წელი სოფელს რამენაირად პოზიტიურად დაეტყო. პირიქით, სოფლად სიღარიბე გაზრდილია. თანამშრომელთა რაოდენობა გასამმაგდა გარემოს დაცვის სამინისტროში, ხოლო ბიუროკრატიის ხარჯი 4-ჯერაა გაზრდილი. სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში თანაშრომელთა რაოდენობა თითქმის გაოთხმაგდა, ხოლო შრომის ანაზღაურება თითქმის 3-ჯერაა გაზრდილი. ეს ბიუროკრატიის ზრდის რამდენიმე კონკრეტული მაგალითია. ცალკე საუბრის თემაა მუნიციპალიტეტებში ბიუროკრატიისა და, შესაბამისად, არასაჭირო ხარჯების ზრდა“, - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.
ჭიაბერაშვილმა აღნიშნა, რომ როდესაც 3 წლის განმავლობაში, სწორედ ამ მთავრობის, სწორედ ამ ჩინოვნიკების გამო ქართული საზოგადოება დადგა მწვავე ეკონომიკური პრობლემების წინაშე. შემცირდა ეკონომიკური ზრდა, გაიზარდა უმუშევრობის დონე და სიღარიბე, გაძვირდა წამალი და სურსათი. განსაკუთრებით ამან პენსიონრებზე იმოქმედა.
შგახსნებთ, რომ ნაციონალური მოძრაობა აგრძელებს ხელმოწერების შეგროვებას მთელი ქვეყნის მასშტაბით, რომ ვაიძულოთ ივანიშვილის მთავრობა, პენსია 50 ლარით გაზარდოს.