ბრიუსელში "ნაციონალური მოძრაობის" წევრები, დავით ბაქრაძე და გიორგი კანდელაკი ითხოვდნენ საქართველომ არ მიიღოს უვიზო მიმოსვლა, - განაცხადა მთავრობის სხდომის დაწყებამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
"ერთდერთი ვინც ბრიუსელში, ევროკავშირში, ასევე ევროპარლამენტში ითხოვდა, რომ საქართველომ არ მიიღოს უვიზო მიმოსვლა, ეს არის ნაც მოძრაობის ერთ-ერთი წევრი დავით ბაქრაძე და გიორგი კანდელაკი. ჩემს მინისტრებს დაუდასტურეს, რომ გაოცებულები ვართო. მათ პირდაპირ უთხრეს, რომ კი მაგრამ თქვენ არ ხართ საქართველოს მოქალაქეები, მათ უთქვამთ, რომ ამ მთავრობის პირობებში არ არის სასურველი სქართველომ მიიღოს უვიზო მიმოსვლა. ამას რა უნდა დავარქვა, თუ არა მტრობა ჩვენი ხალხის და ქვეყნის",- განაცხადა ღარიბაშვილმა.
video : https://www.facebook.com/GaribashviliOfficial/videos/vb.373058439451905/946340838790326/?type=2&theater