ირაკლი ღარიბაშვილი ტონი ბლერს შეხვდა. ბრიტანეთის ყოფილ პრემიერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სამუშაო ვახშამზე უმასპინძლა.
ბლერი თბილისს რამდენიმე საათით სტუმრობდა.
საუბრის მთავარი თემები საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები, მსოფლიოსა და რეგიონში არსებული ვითარება იყო.
ირაკლი ღარიბაშვილმა სტუმარს ფუნიკულიორიდან თბილისის ხედები დაათვალიერებინა.
ამის შემდეგ ტონი ბლერმა საქართველო დატოვა.