"თავისუფალი დემოკრატები" ნიკა გვარამიას დღევანდელი განცხადების შემდეგ, რომელიც მოსმენებს და თვალთვალს ეხებოდა, განცხადებას ავრცელებენ, სადაც ნათქვამია, რომ მათი პარტიის ლიდერს 2003 წლიდან რუსული სპეცსამსახურები უსმენედნენ, მოსმენა გრძელდებოდა სააკაშვილის დროსაც და გრძელდება ახლაც:
"არ გვაქვს საშუალება გადავამოწმოთ ამგვარი ინფორმაცია, ამიტომ სპეკულაციებს გვარამიას ნათქვამის საფუძველზე ვერ დავიწყებთ. დანამდვილებით რაც ვიცით არის ის, რომ ალასანიას ტელეფონის მოსმენა რუსეთის სპეცსამსახურებმა დაიწყეს 2003 წელს, როდესაც ხელმძღვანელობდა წარმატებულ ანტიტერორისტულ ოპერაციას პანკისში. ასევე გაგრძელდა ტელეფონის მოსმენა ნიუ იორკში, როდესაც ალასანიას და მის გუნდს გაქონდა პირველი დევნილების შესახებ რეზოლუცია გაეროს გენერალურ ანსამბლეაზე. ასევე დანამდვილებით ვიცით, რომ ალასანიას ტელეფონის მოსმენას FSB-ს მსგავსად შეუერთდა სააკაშვილის რეჟიმი 2006 წლიდან. სამწუხაროდ დღევანდელმა ხელისუფლებამ ანალოგიური გზა აირჩია, რაც მოსმენებთან დაკავშირებით კანონის მიღების პროცესშიც გამოიხატა. ეს ჩვენთვის სიახლე არ არის და ვპირდებით საზოგადოებას რომ პოლიტიკური ოპონენტების უკანონო მოსმენებს დავასრულებთ 2016 წელს." ნათქვამია "თავისუფალი დემოკრატების" განცხადებაში.