მტკიცედ გვჯერა, რომ საქართველოს მისწრაფებები არის დასავლური მომავლისკენ ორიენტირებული", - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში იან კელიმ ჟურნალისტებს განუცხადა.ჟურნალისტებმა მას დაუსვეს კითხვა ევრაზიული თანამშრომლობის ფონდის მიერ ჩატარებულ კვლევაზე.
კელის თქმით, ის კომენტარს ვერ გააკეთებს ამ კვლევაზე, ვინაიდან არ უნახავს იგი, თუმცა დარწმუნებულია, რომ საქართველო მტკიცეა თავის მისწრაფებაში იყოს დასავლური ქვეყანა.
"უნდა გავითვალისწინოთ, რომ საქართველოს საკმაოდ რთულ გეოგრაფიულ გარემოში უწევს ცხოვრება. შესაბამისად, მოწყობაც უნდა იყოს ამ გარემოზე მორგებული. მიუხედავად ამისა, ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ საქართველოს მისწრაფებები არის დასავლური მომავლისკენ ორიენტირებული", - განაცხადა იან კელიმ.
ევრაზიული თანამშრომლობის ფონდის მიერ ჩატარებულ კვლევის მიხედვით, მოსახლეობის უმრავლესობა საჭიროების შემთხვევაში დახმარებას მოელის, პირველ რიგში ევროკავშირისგან, შემდეგ ევრაზიული კავშირისგან და მხოლოდ მესამე შემთხვევაში ამერიკის შეერთებული შტატებისგან.