"გავიარეთ ყველა საკითხი, რომელიც საქართველოში უსაფრთხოების უზრუნველყოფას უკავშირდება", - ეს განცხადება უსაფრთხოების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ მინდია ჯანელიძემ ჟურნალისტებთან გააკეთა.
ჯანელიძემ დეტალებზე არ ისაუბრა მაგრამ აღნიშნა, რომ შესაბამისი უწყებები კომპეტენციის ფარგლებში გააგრძელებენ მუშაობას.
"უსაფრთხოების თემები იქნება მუდმივი მონიტორინგის ქვეშ. ჩვენ პერიოდულად გვექნება შეხვედრები, ინფორმაციის წარდგენა, გაანალიზება. მინდა საზოგადოებას შევახსენო, რომ საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა მსოფლიოში. ის შედის უსაფრთხო ქვეყნების ათეულში. მართლაც ძალიან ბევრი კეთდება ჩვენს ქვეყანაში უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით," - განაცხადა მინდია ჯანელიძემ.