იცით, ეს პრემიები ძირითადად ვისზეა? არა დაბალი თანამდებობის პირებზე, არა ჩინოვნიკებზე, რომლებიც დღედაღამე მუშაობენ, არამედ მხოლოდ მაღალი თანამდებობის პირებზე, ერთმანეთში, კასტა აქვთ შექმნილი, - განაცხადა ენმ-ის წევრმა მიხეილ მაჭავარიანმა გადაცემა არჩევანში.
მისი შეფასებით, ზაქარია ქუცნაშვილის კანონპროექტი არაფრის მომტანი იყო და მან ეს კარგად იცოდა.
”კანონპროექტს, რომელსაც უმრავლესობა მხარს არ დაუჭერს, ის ვერ გავა დღევანდელ პარლამენტში. ეს იყო მცდელობა იმის ჩვენებისა, რომ ეს პრობლემა არსებობს და თითქოსდა ის აწუხებს მმართველ გუნდსაც. იცით, ეს პრემიები ძირითადად ვისზეა? არა დაბალი თანამდებობის პირებზე, არა ჩინოვნიკებზე, რომლებიც დღედაღამე მუშაობენ, არამედ მხოლოდ მაღალი თანამდებობის პირებზე, ერთმანეთში, კასტა აქვთ შექმნილი. პატრულ-ინსპექტორებს საერთოდ არ გაზრდიათ ხელფასი, რასაც ჩვენ ახლაც ვითხოვთ. ძირითადად პრემიას რომ შეხედოთ, არც გვაძლევენ, მაგრამ გვაქვს ინფორმაცია, ეს არის მაღალი თანამდებობის პირები - მინისტრები, მინისტრების მოადგილეები და ასეა მთელს სტრუქტურაში”, - განაცხადა მაჭავარიანმა.