პარიზის გარეუბანში სავარაუდოდ ტერაქტებში ეჭვმიტანილი მე-9 პირის დაკავების ოპერაცია ტარდება. გავრცელებული ინფორმაციით, სროლები სენ-დენის რაიონში ისმის. პოლიციელებს შორის არიან დაჭრილებიც. სპეცოპერაციის სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია. ოპერაციის ამსახველ კადრებს სააგენტო როიტერი ავრცელებს.