პარლამენტი მიმდინარე წლის ბიუჯეტში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით მსჯელობს. 2015 წლის ბიუჯეტს დეპუტატები დღეს რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, ასევე, აგრარულ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებული სხდომაზე განიხილავენ. პროექტის თანახმად, ქვეყნის კანონმდებლობით განსაზღვრული გადასახადების შესაბამისად მობილიზებული საბიუჯეტო თანხების ერთობლიობა 120 მლნ ლარით იზრდება.