კრიზისების მართვის საბჭოს სხდომაზე დღეს ქვეყნის უსაფრთხოების საკითხებს განიხილავენ. საბჭო საქართველოს პრემირ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მოწვევით მთავრობის ადმინისტრაციაში შეიკრიბება. შეხვედრაზე საფრთხეების ანალიზი და დამატებითი ღონისძიებებბის გატარების შესაძლებლობები განიხილება. უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს სხდომა 10 საათზეა ჩანიშნული.