პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი აცხადებს, რომ საქართველოში, უახლოეს პერიოდში ,,კობრას“ მოდელის კრიზისების მართვის ცენტრი დაარსდება.
მისივე თქმით, ცენტრი სერიოზულად არის აღჭურვილი და ძალიან ეფექტური იქნება.
"უახლოეს დღეებში კრიზისების მართვის ცენტრი დაარსდება, რომელიც სერიოზულად არის აღჭურვილი ტექნიკური საშუალებებით. იგი არის დაახლოებით "კობრას" მოდელი, რაც ქვეყნისთვის კრიზისებისა და საგანგებო მდგომარეობების დროს ძალიან ეფექტური იქნება და ამას მე მივესალმები", - აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა.