ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ევროკომისარს მიგრაციისა და საშინაო საკითხებში დიმიტრიუს ავრამოპულოსს შეხვდნენ.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ვიზალიბერალიზაციის პროცესს, საქართველოს დელეგაციამ ევროკომისარს ინფორმაცია მიაწოდა სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების შესახებ. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ ისაუბრა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღების პოლიტიკურ მნიშვნელობაზე.
აღსანიშნავია, რომ ევროკომისარ ავრამოპულოს მხრიდან მაღალი შეფასება მიეცა საქართველოს მიერ განხორციელებულ მთელ რიგ რეფორმებს, განსაკუთრებით ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის კონტექსტში. მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საქართველოს, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის სივრცეში მოწინავე ქვეყნის როლს და იმედი გამოთქვა, რომ ჩვენი ქვეყნის ძალისხმევა სათანადოდ იქნება აღნიშნული ევროკავშირის მხრიდან და ვიზალიბერალიზაციის მიმართულებით ქვეყანა დადებით შეფასებას მიიღებს.